20:46 | 2020-07-29 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“შესაძლოა ითქვას, რომ მეორე ტალღა თითქოს უკვე დაიწყო” -მარინა ენდელაძე

“შესაძლოა ითქვას, რომ მეორე ტალღა თითქოს უკვე დაიწყო” -მარინა ენდელაძე

საქართველოში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება – ასე ფიქრობენ სპეციალისტები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების დღიდან, ინფექციის დასამარცხებლად ყოველდღიურად იბრძვიან.

 

“ჩვენ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, პიკი გვქონდა აპრილში, ამის შემდეგ დაინფიცირებულთა რიცხვი ქვემოთ წამოვიდა. ამიტომ, ვერ ვიტყვით რომ ახლა არის მეორე ტალღა, მაგრამ შემოდგომისთვის სერიოზული მზადყოფნაა საჭირო. სიტუაცია საყურადღებოა და ზომების გასატარებელია აუცილებლად მანამ, სანამ არ შეიქმნება ეფექტური ვაქცინა,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

 

 

დაიწყო თუ არა უკვე ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა – ამ საკითხზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიძლება ითქვას, მეორე ტალღა უკვე დაიწყო, თუმცა, მისივე თქმით, ეს დრამატული არ უნდა იყოს.

 

 

“სავარაუდოდ, მეორე ტალღა იქნება და შესაძლოა, უფრო მეტი ინფიცირებული იყოს ამ დროს, ვიდრე ეს პირველი ტალღის დროს იყო. პრინციპში, შესაძლოა ითქვას, რომ მეორე ტალღა თითქოს უკვე დაიწყო. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ძალიან დრამატული არ იქნება,”- აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატის დირექტორმა, მარინა ენდელაძემ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X