fbpx
21:53 | 2020-07-19 ავტორი: Prime Time

შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი ორი დღე ცოცხალი იყო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა – ექსპერტი

შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი ორი დღე ცოცხალი იყო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა – ექსპერტი

უკრაინელი ექსპერტის, ოლგა კარმუშინას განცხადებით, შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი ორი დღე ცოცხალი იყო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

როგორც მან, „პოსტ ფაქტუმში“ განაცხადა, სხეულზე გარდაცვლილს გვამური ლაქები არათანაბრად გამოხატული ჰქონდა.

 

„გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს 84 საათი შეუნარჩუნდეს. 18-დან 19 ივნისს, ღამით ბიჭის კვალი ქრება და 22-ში მას პოულობენ. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში ცალსახადაა დაწერილი, რომ ცხედარს გვამური გაშეშება აღენიშნება . ასევე სხეულზე გვამური ლაქები ორივე მხარეს არათანაბრადაა გამოხატული, რაც ნიშნავს, რომ მასე მოხდა მანიპულაცია და ის რამდენჯერმე გადაბრუნებულია. გარდაცვლილს უცვლიდნენ პოზიციას,“ – აცხადებს ექსპერტი.

 

 

შეგახსენებთ,19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

 

ავტორი: Prime Time
X