19:48 | 2020-06-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შესაძლოა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წყვილმა დუშეთიდან, ჩვილი გაყიდა 

შესაძლოა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წყვილმა დუშეთიდან, ჩვილი გაყიდა 

ჩვილის გაყიდვის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შესაძლოა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა წყვილმა საკუთარი შვილი დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ გაყიდა.

 

ვიდეოში ჩანს, როგორ გაყიდეს დუშეთში ბავშვი - დედამ ფული გადათვალა და უთხრა - „წაიღეთ“
2020-06-23ვიდეოში ჩანს, როგორ გაყიდეს დუშეთში ბავშვი - დედამ ფული გადათვალა და უთხრა - „წაიღეთ“

 

გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს, მეზობლები კი ადასტურებენ, რომ ქალი აქამდეც იყო ფეხმძიმედ, თუმცა ბავშვი სახლში არ მიუყვანია. ამის შესახებ „რუსთავი 2“ იუწყება.

 

ჯერჯერობით, უცნობია, აღიარებენ თუ არა დაკავებულები დანაშაულს, მათთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. გამომძიებლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უახლოეს დროში ელოდებიან.

 

ვერსია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, წამოვიდა იმ ადამიანებისგან, რომელთაც ამ ქალთან ჰქონდათ შეხება. მათი თქმით, ქალი ერთი წლის წინაც ორსულად იყო და მშობიარობისთვის დუშეთიდან თბილისში ჩავიდა, უკან დაბრუნებულმა კი განაცხადა, რომ ბავშვი აღსაზრდელად ბებიას დაუტოვა.

 

„ბიჭი ჰყავთ ერთი, არ ვიცი რამდენი წლის არის, მერე იყო ფეხმძიმედ და მეორე ბავშვი არ გვინახავს, დედასთან მყავს დატოვილიო, ახლა ფეხმძიმედ არის კიდევ საავადმყოფო ფურცელი მოიტანა გავიდა შვებულებაში აპრილის თვეში. მას შემდეგ არაფერი მსმენია, ახლა გავიგე მიზეზი რის გამოც დააკავეს“, – ამბობს დაკავებული ქალის თანამშრომელი.

 

ბავშვი ამ დროისთვის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა.

 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა.

 

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X