13:48 | 2020-03-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

შესაძლოა ბაზარზე გაჩნდეს უხარისხო „ფეიკ“ ტესტები – პაატა იმნაძე

შესაძლოა ბაზარზე გაჩნდეს უხარისხო „ფეიკ“ ტესტები – პაატა იმნაძე

„შესაძლოა ბაზარზე გაჩნდეს უხარისხო „ფეიკ“ ტესტები“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ტესტის შეძენას დიდი დაკვირვება სჭირდება და სამთავრობო დონეზე ამის გადაწყვეტა გარკვეულ გარანტიებს იძლევა.

 

„მე გავეცანი 15 მწარმოებლის ტესტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ელემენტარულ სტანდარტებს. მოლაპარაკებები მიდის სამთავრობო დონეზე, რაც გარკვეულ გარანტიებს იძლევა. როდესაც ქვეყანა გაძლევს ტესტს, მას სხვა გარანტია აქვს, როდესაც ბაზარზე ყიდულობ, მას ძალიან კარგი შესწავლა სჭირდება, რადგან არის შემთხვევები, როდესაც „ფეიკ“ ტესტები ვრცელდება. ამიტომ შესაძლოა ბაზარზე გაჩნდეს უხარისხო „ფეიკ“ ტესტები“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

საქართველო კორონავირუსზე აგრესიულ ტესტირებას დაიწყებს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტესტების შემოტანის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კორეასთან და ჩინეთთან. აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა კლასტერის მოცვას და ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფშია გავრცელებული კორონავირუსი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახლების მასიური ტესტირება დაიწყება მაშინ, როდესაც ინფექციის წყაროს დადგენა შეუძლებელი იქნება.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ როისთვის ქვეყანასი ვირუსით 43 ადამიანია დაინფიცირებული. 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები