fbpx
23:08 | 2020-09-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა გზას მიაკვლიეს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა? – რას ამბობენ ადგილობრივები, გამოძიება და ოჯახი

რა გზას მიაკვლიეს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა? – რას ამბობენ ადგილობრივები, გამოძიება და ოჯახი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ მიაკვლიეს გზას, რომლითაც, დიდი ალბათობით, ცხედარი საკალმახე „ალგეთიდან” ავტომობილით სოფელ მაწევანის ტყეში მიიტანეს.

გამოძიება კი ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ცენტრალური გზით არის მანქანით გადაადგილება შესაძლებელი.

მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ქვემო გოლთეთში იმყოფებოდნენ.

მათი ინფორმაციით, გზა, რომელიც თავად აღმოაჩინეს, იძლევა შესაძლებლობას, რომ ევაკუატორმა და ავტომობილმა გაიარონ.

 

 

საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო! - პოლიციამ საკალმახე „ვილა ალგეთი“ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა
2020-09-14საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო! - პოლიციამ საკალმახე „ვილა ალგეთი“ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა

 

​ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია თამარ ბაჩალიაშვილი „ვილა ალგეთში” კონსპირაციულ შეხვედრაზე ჩამოსულიყო და ამ გზით მაწევანამდე გადაეყვანათ, თუმცა შეძლეს თუ არა თავად ადვოკატებმა ამ გზის ავტომობილით გავლა ჯერ უცნობია. რამდენიმე ადგილობრივი, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ ბილიკზე ავტომობილით გადაადგილება რეალურად შეუძლებელია და ამ ადგილიდან მხოლოდ ურმით ფიჩხის გამოტანა შეუძლიათ.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X