17:00 | 2021-04-13 ავტორი: თამარ გონგაძე

“შენთან ერთად ვართ, შენ გვერდით, ყოჩაღ!” – ოჯახურ ძალადობაზე დის საჯარო აღიარებას რუსკა მაყაშვილი ეხმიანება

“შენთან ერთად ვართ, შენ გვერდით, ყოჩაღ!” – ოჯახურ ძალადობაზე დის საჯარო აღიარებას რუსკა მაყაშვილი ეხმიანება

ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა “ფარულ კონვერტში” ღიად ისაუბრა თავისი ცხოვრების 11 წლის წინანდელ პერიოდზე. მან კონვერტი გახსნა და თქვა, რომ ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

 

ნინუცას და, რუსთაველის თეატრის მსახიობი რუსკა მაყაშვილი გუშინდელ გადაცემაში უმცროსი დის აღიარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

რუსკა მაყაშვილი: – ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დროა გასული. ოდესმე როცა მზად იქნებით, უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა!

 

ნინუცა! ყველა შენთან ერთად ვართ, შენ გვერდით, ყოჩაღ!

 

P.S. ნუ გიკვირთ, რომ მოძალადეებსაც hყავთ მხარდამჭერები. ისინიც მოძალადეები არიან!

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X