fbpx
18:07 | 2020-05-16 ავტორი: თეონა აბესაძე

შენობა, რომელიც პრინცმა ქუთაისელი მეუღლისთვის შეიძინა

შენობა, რომელიც პრინცმა ქუთაისელი მეუღლისთვის შეიძინა

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე დგას შენობა, რომელიც თავის დროზე პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა შეიძინა.

 

1882 წელს მან ცოლად შეირთო ქუთაისელი აგრაფენა ჯაფარიძე. მათი ქორწინება უჩვეულო ვითარებაში შედგა – ტარიელ დადიანმა ბანქოში წააგო თავისი მეუღლე აგრაფენა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა.

 

„აგრაფინა კისკისაო დადიანმა პრინცს მისცაო“ ასეთი სახუმარო სტროპი იყო პოპულარული XIX საუკუნის 70-იანი წლების ქუთაისში,

 

როდესაც რუსეთის იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგმა ქალაქის აღიარებულ ლამაზმანზე აგრაფინა ჯაფარიძეზე იქორწინა, რომელიც მანამდე თავად დადიანის მეუღლე იყო.

 

 

დღევანდელი გადასახედიდან ცოტა ძნელი გასარჩევია, მაშინდელი მოარული ენების თანახმად, მართლა ბანქოში მოუგო თუ არა პრინც ოლდენბურგმა აგრაფინა თავად დადიანს,

 

მაგრამ საქართველოსა და ქუთაისისთვის, რომ ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ოლდენბურგის საქმიანობა ეს უდავოა”, – გვიყვება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თამთა თურმანიძე.

 

თამთა თურმანიძის ინფორმაციით, ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე  მდებარე შენობას დღესაც ოლდენბურგის სახლად მოიხსენიებენ.

 

შენობა 1878-1882 წლებშია აგებული და პოლკოვნიკ პრინცის ქვრივის, ევგენია იურჩენკო-პრინცის საკუთრება იყო.

 

პრინცმა ოლდენბურგმა სახლი ქუთაისში ჩამოსვლისთანავე 1885 წელს შეიძინა და მას ორსართულიანი ფლიგელი მიაშენა.

 

1910-1917 წლებში სახლი ხაზინას ჰქონდა დაქირავებული გუბერნატორის ბინად, თუმცა შენობა გასაბჭოებამდე ოლდენბურგის პრინცის საკუთრება იყო.

 

1921 წელს შენობაში უშიშროება განთავსდა.

 

1920 წელს კი შენობაში ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი გახლდათ განთავსებული. უფრო ადრე კი, 1910- 1917 წლებში ხაზინას (იგივე მთავრობას) აღნიშნული ოთხსართულიანი შენობა იმერეთის გუბერნიისთვის ჰქონდა ნაქირავები.

 

რაც შეეხება, პრინცს, როგორც  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გვიყვება, პრინც ალექსანდრე ოლდენბურგის სახელთან არის დაკავშირებული ქუთაისში ალკოლოჰოლური სასმელების წარმოების განვითარება.

 

 

ბალახვნის ქუჩაზე პრინცი ფლობდა ღვინის ქარხანას, სადაც ფრანგი შამპანისტი ვიქტორ ტიებო მუშაობდა, რომელმაც შემდგომში თავისი ცოდნა ქუთაისში პოპულარული შამპანური ღვინის „თამარის“ მწარმოებელს ფილიპე ჭელიძეს გაუზიარა.

 

პრინც ოლდენბურგის სახელთან არის დაკავშირებული აგრეთვე გაგრის განაშენიანება, სადაც დღემდე არსებობს მისი ულამაზესი სასახლე.  პრინცის საქართველოთი დაინტერესებას კი საკმაოდ პიკანტური ისტორია უძღოდა წინ.

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

X