13:02 | 2020-12-08 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

“შენი ადამიანობა ამას არ იმსახურებდა“ – ლანჩხუთში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

“შენი ადამიანობა ამას არ იმსახურებდა“ – ლანჩხუთში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

7 დეკემბერს, გვიან ღამით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ვაჟა ხუხუნის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ოჯახი ემიგრაციაში ცხოვრობს, სახლში მყოფები კი უვნებლად გადარჩნენ, თუმცა ყველაფერი განადგურდა.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ოჯახის ერთ-ერთი ნათესავი ფეისბუქზე წერს:

 

ექიმი გვაფრთხილებს: შესაძლოა იყოთ კოვიდდადებითი და ტესტმა უარყოფითი აჩვენოს
2020-12-08ექიმი გვაფრთხილებს: შესაძლოა იყოთ კოვიდდადებითი და ტესტმა უარყოფითი აჩვენოს

 

„დედაჩემისა და ბიძაჩემის განცდებზე ვერ ვისაუბრებ ვერასდროს, ვერც ჩემი ბიძაშვილების, ვერც ბიცოლაჩემის. უბრალოდ, ამ კედლებში ჩემი ბავშვობის წლებმაც გაიარა, უსაყვარლესი ბებია-ბაბუის სიყვარულში გათენებულმა დღეებმა. ბაბუა კედლებს რომ მიეფერებოდა, მიკვირდა, წლების მერე მივხვდი, შენი კერა ყველაზე თბილი ყოფილა.

ყველა ნივთს გამოელაპარაკები სიყვარულისგან, სხვაგან წასულს შენი კედლები დაგესიზმრება მონატრებისგან. ხოდა, იმის ახსნა მინდა, რომ ბავშვობის ნაწილი ამ კედლებშიც მქონდა გამომწყვდეული იქ. ბიძაჩემო, შენი ადამიანობა ამას არ იმსახურებდა, მაგრამ ცოცხლები მყავხართ, მადლობა უფალს“, – წერს დაზარალებული.

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X