12:44 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

შენ რომ რამე მოგსვლოდა, რა უნდა მექნაო – მირანდა ბაღათურია გარდაცვლილ ოპერატორზე

შენ რომ რამე მოგსვლოდა, რა უნდა მექნაო – მირანდა ბაღათურია გარდაცვლილ ოპერატორზე

სულ მაგას ამბობდა, ყოველ შემთხვევაში, როცა მეგონა რომ გადარჩა, ამბობდა – შენ რომ რამე მოგსვლოდა, რა უნდა მექნაო, ერთადერთი მაგაზე ვფიქრობდი, რომ რამე არ დაეშავებინათ შენთვისო, – ამბობს ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია.

 

„ამ ეტაპზე, რაღაცის დამტკიცება, ბუნებრივია, არ შეგვიძლია, თუმცა 5 დღის წინ სცემეს სასტიკად, დღეს კი საკუთარ ლოგინში გარდაცვლილი იპოვეს… ბევრი მიზეზია, რის გამოც შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი.

 

ბოლოს ვნახე გუშინ. თუ მის ფიზიკურ მდგომარეობას გულისხმობთ, დადიოდა საკუთარი ფეხით, თუმცა ძალიან მძიმე ტკივილებს განიცდიდა და ამბობდა, რომ უკვე ჩემი ცხოვრების ჩვეული სტილია, ისე მტკივა, ვეღარც ვხვდებიო.

 

მთელ მედიაკორპუსს გაგვისწორდნენ სასტიკად, მაგრამ ჩვენ ვიყავით დახურულ სივრცეში, გასაქცევიც არსად გვქონდა… სულ მაგას ამბობდა, ყოველ შემთხვევაში, როცა მეგონა რომ გადარჩა, ამბობდა – შენ რომ რამე მოგსვლოდა, რა უნდა მექნაო, ერთადერთი მაგაზე ვფიქრობდი, რომ რამე არ დაეშავებინათ შენთვისო,” – ამბობს მირანდა ბაღათურია.

 

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

ასევე ნახეთ:

 

 

კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელსაც 14 დღის ჩვილი დარჩა

 

 

ავტორი: Prime Time

X