
14 ნოემბერს გვიან ღამით ხაშურის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 და 24 წლის სიძე-ცოლის ძმა დავით ჩუტკერაშვილი და გიორგი მეტივიშილი გარდაიცვალნენ.
შემთხვევის დროს საჭესთან გიორგი მეტივიშვილი იჯდა. ავარიის დროს ორივე ადგილზე დაიღუპა, მანქანის უკანა სავარძელში მჯდომი მესამე პირი კი მრავლობითი მოტყეხილობით ამ დრომდე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.
დავით ჩუტკერაშვილს ცოლი სამი თვის მოყვანილი ჰყავდა. სალომე მეტივიშვილმა გარდაცვლილ მეუღლეზე და ძმაზე სულისშემძვრელი წერილი გამოაქვეყნა:
„ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარულო, შენ ხომ დამპირდი, რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდი, როგორ მიყვარხარ. ეს როგორ უნდა გადავიტანო.
ჩემი დათუნა, ჩემი გიორგი, ჩემი სიყვარულები, როგორ გავუძლოთ, როგორ მიყვარხართ“ – წერს სალომე მეტივიშვილი.
ავტორი: თათია გოლოშვილი