21:08 | 2020-06-02 ავტორი: ალექსი ქამადაძე

შემზარავი ტრაგედია გლდანში – დედამ ჩვილი ნაგავში გადააგდო

შემზარავი ტრაგედია გლდანში – დედამ ჩვილი ნაგავში გადააგდო

გლდანში, ახალგაზრდა გოგომ სახლში იმშობიარა, რის შემდეგაც ჩვილი ნაგავში გადააგდო.

 

„პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ ახალშობილის ცხედარი დილით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს, რომლებმაც ადგილზე პატრული გამოიძახეს.

 

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

 

„პრაიმტაიმს“ შსსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X