10:21 | 2020-07-26 ავტორი: ნინი ტაველიძე

შემზარავი მკვლელობა – მამაკაცმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო დამქირავებელი მოკლა (საბერძნეთი)

შემზარავი მკვლელობა – მამაკაცმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო დამქირავებელი მოკლა (საბერძნეთი)

საბერძნეთის პოლიციამ უმოკლეს დროში მიაგნო პაკისტანის 34 წლის მოქალაქეს, რომელმაც 57 წლის ბერძენი ქალი სასტიკად მოკლა.

 

76 წლის ქალის მკვლელობაში მის და-ძმას ადანაშაულებენ (საბერძნეთი)
2020-06-2876 წლის ქალის მკვლელობაში მის და-ძმას ადანაშაულებენ (საბერძნეთი)

 

ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის დროს ნიღაბი ეკეთა, თუმცა, მისი იდენტიფიცირება კამერების საშუალებით მაინც მოხდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

 

პაკისტანელმა, ფილიატრაში მდებარე სახლში, 57 წლის ფერმერი ქალი, ბასრი საგნის გამოყენებით, სასტიკად მოკლა. ცხედარს აღენიშნება მინიმუმ 10 ჭრილობა, მათგან რამდენიმე ხელებზე, რაც ცხადყოფს, რომ ის გადარჩენისთვის იბრძოდა. თუმცა, უშედეგოდ.

 

გარდაცვალება კი გამოიწვია ჭრილობებმა, რომელიც ყელის და კისრის არეში აქვს მიყენებული.

 

პაკისტანელი ქალის მფლობელობაში არსებულ ფერმაში მუშაობდა და წინასწარი ცნობებით, ის ცოტა ხნის წინ ქალმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მამაკაცმა მისი მოკვლა და სახლში მაშინ მიაკითხა, როდესაც მისი და გასული იყო და ქალი მარტო იმყოფებოდა.

 

დაკავებული პაკისტანელი კიპარისიას პროკურატურაშია გადაყვანილი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +