fbpx
20:32 | 2020-05-14 ავტორი: თამთა თორდია

შემზარავი ავარიის კადრები ბათუმიდან – დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია

შემზარავი ავარიის კადრები ბათუმიდან – დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

 

მედიკოსების თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X