fbpx
11:23 | 2020-11-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შემზარავი ამბავი საქართველოში – გარდაცვლილ პაციენტთან ერთად პალატაში დატოვებული კაცი, მეორე დღეს თავად გარდაიცვალა

შემზარავი ამბავი საქართველოში – გარდაცვლილ პაციენტთან ერთად პალატაში დატოვებული კაცი, მეორე დღეს თავად გარდაიცვალა

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სევდია უგრეხელიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ნაცნობი, რომელიც კლინიკაში მაღალი წნევის გამო გადაიყვანეს, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალური ზღვარის დასახელება მოსახლეობას „გაათამამებს“
2020-11-25ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის რესურსის მაქსიმალური ზღვარის დასახელება მოსახლეობას „გაათამამებს“

 

გარდაცვალებამდე კი ამ პაციენტმა ღამე, თავისივე პალატაში მიცვალებულთან ერთად გაატარა.

 

 

„ჩემი ახლობლის სიძე ჰიპერტონული კრიზით გადაიყვანეს ამ სამი კვირის წინ კლინიკაში. რამდენიმე დღეში გამოუშვეს, მაგრამ გაუმეორდა და ორ დღეში იქ გარდაიცვალა. უთხრეს – კოვიდით დაიღუპაო და დახურული სასახლით გამოატანეს.

 

იქ მობილური ჰქონდა და წინა დღეს დარეკა, რომ პალატაში პაციენტი გარდაიცვალა და ღამე ოთახში დატოვეს. ანუ ის ღამე მიცვალებულთან ერთად გაატარა.

 

ნეტა ბოლოს რით გარდაიცვალა, შიშით ხომ არა? აბა როგორია წნევიანისთვის მკვდრის გვერდით ღამის გატარება?“, – წერს სევდია უგრეხელიძე.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X