13:30 | 2021-10-17 ავტორი: Prime Time

შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად მომატებულია და ეს დასაწყისია ე.წ. მეხუთე ტალღის – ამირან გამყრელიძე

შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად მომატებულია და ეს დასაწყისია ე.წ. მეხუთე ტალღის – ამირან გამყრელიძე

შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად მომატებულია და ეს დასაწყისია ე.წ. მეხუთე ტალღის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

 

„ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც შედარებით დაბალია აცრით მოცვის მაჩვენებელი. შედარებით უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაჩვენებელი გვაქვს, სხვა რეგიონებთან შედარებით, მაღალი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას. მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს. რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X