23:44 | 2021-07-09 ავტორი: Prime Time

შემოვდივართ აკრძალვის ინიციატივით! – ამირან გამყრელიძე 

შემოვდივართ აკრძალვის ინიციატივით! – ამირან გამყრელიძე 

ამირან გამყრელიძის თქმით, აქვთ ინიციატივა, რომ ტაქსებში მძღოლებისა და მგზავრების მიერ თამბაქოს მოწევა აიკრძალოს.

კიდევ ერთი ჯოჯოხეთი ბავშვების ცხოვრებაში. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, რადგან თუ ხმას ამოიღებ, მერე უზარმაზარი შიში მოდის - მაია ცირამუა
2021-07-09კიდევ ერთი ჯოჯოხეთი ბავშვების ცხოვრებაში. ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, რადგან თუ ხმას ამოიღებ, მერე უზარმაზარი შიში მოდის - მაია ცირამუა

 

„დაიწყო დიდი დისკუსია, რომ თითქოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი შედის წინადადებით, რომ აიკრძალოს ტაქსებში და საკუთარ მანქანებში. გეთანხმებით, რომ დიახ, შევდივართ. როცა კანონი იქნა მიღებული 2017 წელს, მაშინ დაიშვა ეს გამონაკლისი ტაქსებში მოწევის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამას.

 

ახლა, დიახ, ინიციატივაა ის, რომ ტაქსებში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი, არც იქ მჯდომი იმიტომ, რომ ის ბოლი, რომელიც გროვდება გამონაბოლქვიდან თამბაქოსი, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობაზე, ამიტომ დიახ, ჩვენ ვართ ინიციატორი იმის, რომ ტაქსებში მოწევა არ უნდა იყოს. როცა ვჯდები ტაქსიში, ზოგიერთი კეთილმოსურნე მძღოლი გეკითხება, შეიძლება მოვწიო თუ არა.

 

არ უნდა მოწიოს მძღოლმა, როგორც მე არ უნდა მოვწიო. მე არ ვეწევი, მაგრამ მგზავრმა არ უნდა მოწიოს”, – ამბობს გამყრელიძე.

 

მისივე თქმით, საკუთარ ავტომობილში მოწევის აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევას ეხება, როდესაც მანქანაში ბავშვი ზის.

 

დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X