20:21 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

შემიძლია, გაჩვენოთ ფოტო, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით – ამირან გამყრელიძე

შემიძლია, გაჩვენოთ ფოტო, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქორწილები და ჭირის სუფრები ისევ იმართება”,  რასაც „ცეცხლთან თამაშს” უწოდებს.

 

მისი თქმით, კიდევ ერთი წელი საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს მსგავსი ღონისძიებებისგან.

 

„ამ წლინახევრის განმავლობაში, რაც პანდემია არსებობს, დღევანდელ ეტაპზე ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია. მკაცრი ლოკდაუნიდან გადავედით შედარებით ბალანსირებულ მიდგომაზე, როცა რეგულაციები უნდა დაწესდეს და აღსრულებაზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი, ადამიანების თვითშეგნების გაძლიერება, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. შემიძლია, გაჩვენოთ რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ასევე ნახეთ: გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავტორი: Prime Time


X