18:41 | 2020-03-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შემიძლია დავარწმუნო ყველა, რომ დამრღვევი პირების მისაღებად საპატიმროები მზადაა – თეა წულუკიანი

შემიძლია დავარწმუნო ყველა, რომ დამრღვევი პირების მისაღებად საპატიმროები მზადაა – თეა წულუკიანი

„როდესაც პირი არის დაჯარიმებული და განმეორებით დაარღვევს დადგენილ წესს გათვალისწინებულია საპატიმრო სასჯელიც, შემიძლია დავარწმუნო ყველა, რომ დამრღვევი პირების მისაღებად საპატიმროები იქნება მზად“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

წულუკიანის თქმით, ასეთი დაწესებულება 2-3 დღეში იქნება მზად.

 

„სანქციების მხრივ რაიმე ცვლილება არ არის, რა სანქციების იქნა პირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული ეს სანქციები დღესაც ძალაშია და იცით ჯარიმების ოდენობებიც და ეს ჯარიმები რჩება ძალაში.

 

გახსოვთ ასევე, რომ განმეორებით შემთხვევაში, როდესაც პირი არის დაჯარიმებული და განმეორებით დაარღვევს დადგენილ წესს გათვალისწინებულია ასევე საპატიმრო სასჯელიც, მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ქართული საპატიმროების სისტემა იქნება სრულად მზად იმისთვის, რომ ასეთი პირები მიიღოს ცალკე ამისათვის გამოყოფილ დაწესებულებაში.

 

ჩვენ 2-3 დღეში გვექნება ცალკე თავისუფალი დაწესებულება, იმისათვის, რომ თუ კი ჩვენს კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დასჭირდებათ უკვე ჯარიმა მისჯილი პირის მიერ ხელახლა დარღვევის შემთხვევაში პირის დაპატიმრება ჩვენ ასეთ შემთხვევაში ასეთი პირების მიღებას საპატიმროებში უპრობლემოდ შევძლებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები