fbpx
21:39 | 2020-11-15 ავტორი: Prime Time

შემიძლია ჩამოვიდე და თავი შევწირო, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ამისთვისაც მზად ვარ – მიხეილ სააკაშვილი

შემიძლია ჩამოვიდე და თავი შევწირო, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ამისთვისაც მზად ვარ – მიხეილ სააკაშვილი

შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ლაივში განაცხადა.

 

არ გებანძებათ ზიმბაბვეში ცხოვრება? - მიხეილ სააკაშვილი
2020-11-15არ გებანძებათ ზიმბაბვეში ცხოვრება? - მიხეილ სააკაშვილი

 

„მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს. ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე მზად ვარ ყველაფრისთვის და მათ შორის, თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა, უბრალოდ, ზვარაკად მიტანა საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებული კიდევ ერთი პრეზიდენტის სიცოცხლის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

ავტორი: Prime Time
X