fbpx
16:07 | 2020-09-22 ავტორი: რუსა ღვანიძე

„შემაძრწუნებელი ამბავია მეგობრებო, გთხოვთ, მიიტანეთ გულთან!“ – 27 წლის გოგოს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა

„შემაძრწუნებელი ამბავია მეგობრებო, გთხოვთ, მიიტანეთ გულთან!“ – 27 წლის გოგოს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა

„Georgian Diaspora in Ireland / ქართული დიასპორა ირლანდიაში“ -ს ფეისბუქგვერდი ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:

 

„ჩემო ირლანდიაში მცხოვრებო (და არა მარტო) მეგობრებო, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ და კარგ მეგობარს, ლელა შურუპოვას (Lela Shurupova) ჭირდება ჩვენი დახმარება ისე, როგორც არასდროს!

 

მის შვილს-მეგის (ძმისშვილს) აქვს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, უმძიმესი სტადია, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ძვლის ტვინის გადანერგვას. მოგეხსენებათ, ეს პროცედურები ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ქიმიო თერაპია, დონორის პოვნა…

 

დღესდღეისობით მეგი სტამბულშია – ქოჩ უნივერსიტეტის საავადმყოფოს ლეიკემიის ცენტრში, სადაც უტარდება გადაუდებელი მკურნალობა. დრო არ ითმენს და უსწრაფეს ვადაში უნდა მოვახერხოთ თანხების მაქსიმალურად მობილიზება…

 

ერთად დგომითა და დახმარებით ძალიან ბევრს შევძლებთ და მოვახდენთ სასწაულს! თითოეულის გვერდში დგომა მნიშვნელოვანია ჩვენთვის!

 

ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

 

0852519228 ეკა

0857187208 რუსკა

085720 2712 მაკა

 

ბანკის რეკვიზიტი:

IBAN

IE12ULSB98582510071574

BIC – ULSBIE2D

Sort Code 985825

Acc N 10071574

მიმღები Shurupova Lela

Reference- MEGI

 

„შემაძრწუნებელი ამბავია მეგობრებო, გთხოვთ მიიტანეთ გულთან! ოზურგეთელი 27 წლის გოგო მეგი შურუპოვი, რომელსაც სახლში 3 წლის შვილი ელოდება, ჰყავთ ჩამოყვანილი ქოჩ უნივერსიტეტ ჰასტანესში, ვერაგული დაავადებით – მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია.

 

ამჟამად აქ ვიმყოფები, მაგრამ ნახვის უფლება არ მაქვს, რადგან მძიმე ვითარებაა. არც დედა ჰყავს და არც მამა. ერთი მამიდა ჰყავს, ისიც ემიგრანტი, რომელიც აცრემლებული გვერდით მიზის. მე მაქვს თქვენი იმედი მეგობრებო!“

 

თიბისი ბანკი: GE67TB7303945064300032

 

საქართველოს ბანკი: GE06BG0000000365965697 მიმღები მარიამ დარჩია.

 

გთხოვთ გააზიარეთ და ჩაურიცხეთ რისი საშუალებაც გაქვთ!

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X