12:44 | 2021-09-11 ავტორი: Prime Time

შეხვდა თუ არა თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს – „პირდაპირ გეტყვით, საოცრება ხდება“

შეხვდა თუ არა თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს  – „პირდაპირ გეტყვით, საოცრება ხდება“

პარტია „კანონისა და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზნით, ორგანიზაცია „ საერთო სახალო მოძრაობა“ შექმნა.

 

ორგანიზაციის მიზანი მსჯავრდებული სააკაშვილის სამართლებრივი ხელშეუხებლობის მოპოვებაა.

 

ჩარკვიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნების წინ აღნიშნული ორგანიზაციის დაფუძნება და ჰქონდა თუ არა სააკაშვილთან კომუნიკაცია ამ საკითხზე:

 

შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია მერობის კანდიდატების ავკარგიანობასთან - იაგო ხვიჩია
2021-09-11შარდის სიწმინდე არაფერ შუაშია მერობის კანდიდატების ავკარგიანობასთან - იაგო ხვიჩია

 

„მიხეილ სააკაშვილს არ შევხვედრილვარ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მასთან კომუნიკაცია არ მქონია. მან ახლა უკვე გაიგო, რომ ამხელა ორგანიზაციას ვაკეთებ. პირდაპირ გეტვით, საოცრება ხდება. ალბათ, ახლა უკვე სააკაშვილი დაინტერესდება ამ ორგანიზაციის შესახებ.

 

ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა შეწყდეს. მურუსიძის სასამართლო ახლა  ხომ არ მომეწონება, რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი უნდა გასამართლდეს? სააკაშვილს საქართველოში ხალხი შემოიყვანს, ემიგრანტებიც ჩამოდიან, აქტიურობა ძალიან კარგია“, – გვითხრა ჩარკვიანმა.

 

კითხვაზე, სააკაშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შემდეგ, ხომ არ შეუერთდება ექსპრეზიდენტის პოლიტიკურ პარტიას, ჩარკვიანი გვპასუხობს:

 

„მე ჩემი პარტია მაქვს „კანონი და სამართალი. მე სხვა პარტიის ლიდერს კი არ ვემხრობი, საქართვლოს ყოფილ პრეზიდენტს ვემხრობი. ასევე, მე ვემხრობი სამართლიანი სასამართლო სისტემის არსებობას. მოდის კოალიციური მთავრობა, ჩვენ უნდა მივაღწიოთ რეფორმირებულ სასამართლო სისტემას“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე დღის წინ დააანონსა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

ასევე ნახეთ: “ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მიხეილ სააკაშვილი” – თაკო ჩარკვიანი

 

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X