11:34 | 2020-01-28 ავტორი: Prime Time

შეხმატკბილებულად ვმუშაობთ – თურნავა სამთავრობო ცვლილებებს არ ადასტურებს

შეხმატკბილებულად ვმუშაობთ – თურნავა სამთავრობო ცვლილებებს არ ადასტურებს

ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია ამ ჭორებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

 

„არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ. ვფიქრობ, ეს არის აგორებული „შავი პიარი“ იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს თითქოს არასტაბილურობაა სამთავრობო გუნდში, რაც ტყუილია“, – განაცხადა თურნავამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები