16:39 | 2020-06-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“შეკეთება” მჭირდება… “ჩცდ”-დან დამირეკეს!” – “ეგონა” გადაღებისთვის მზადებას იწყებს

“შეკეთება” მჭირდება… “ჩცდ”-დან დამირეკეს!” – “ეგონა” გადაღებისთვის მზადებას იწყებს

კახეთში, მშობლიურ სოფელ რუისპირში მყოფი ლაურა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში თავის ფოტოს აქვეყნებს. როგორც მსახიობმა აღნიშნა, ეს ძველი ფოტოა, ჯერჯერობით, თბილისში არ ჩამოსულა, თუმცა რამდენიმე დღეში თავის ფორმაში მოსაყვანად დედაქალაქში ჩამოდის.

 

ლაურა რეხვიაშვილი: – “ჩცდ”-დან დამირეკეს, გადასაღებად მალე დაგიძახებთო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმაში უნდა ვიყო, რასაც აქ, სოფელში ვერ ვახერხებ. მოწესრიგება, “შეკეთება” მჭირდება. მარტიდან მოყოლებული სოფელში ვარ და ზღარბივით ბოსტნიდან არ გამოვსულვარ.

 

თმის ფერს მხატვრის გარეშე ვერ შევიცვლი, პერსონაჟისთვის ასეთი თვითნებური ცვლილებები არ შეიძლება. ეს ფერი ჭაღარას კარგად ფუთავს. ახალგაზრდა რომ ვიყო, ჩემი ფერი მექნებოდა, ღია მბზინვარე ყავისფერი.

 

– ეგონას გემოვნება მოგწონთ?

 

– “დეიკარგოს აქიდან” თავისი გემოვნებით. ბრჭყვიალა, ოქრო-ბრილიანტი და ბევრი პომადა უყვარს. მინდა ქეთი დევდარიანმა ეს სულელი ქალი ჩაკეტილი სივრციდან საზოგადოებაში გაატრაშუნოს. მე მგონი, დავგლიჯავ!

 

2020-06-10"ეგონა" სოფელში გადასახლდა - "არ იცით, რა სამოთხეში ვარ"

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X