fbpx
16:35 | 2020-05-19 ავტორი: Prime Time

შეიზღუდება თუ არა ახალი კანონით საპროტესტო აქციები – გიორგი გახარიას პასუხი

შეიზღუდება თუ არა ახალი კანონით საპროტესტო აქციები – გიორგი გახარიას პასუხი

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას არ შეეხება.

 

ამის შესახებ გახარიამ იმ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს.

 

„ჩვენ მივმართეთ პარლამენტს რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული.

 

ყველამ ძაან კარგად იცის, რომ დღეს მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს ბალანსს ეპიდემიის მართვას, ეკონომიკის გაუმჯობესებასა და ცოცხალ პოლიტკურ პროცესს შორის“, – აღნიშნა გახარიამ.

 

კითხვაზე – შეზღუდავს თუ არა ეს ცვლილებები წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ საპროტესტო აქციებს, გახარიამ აღნიშნა, რომ „ამ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ შევა“.

ავტორი: Prime Time


X