12:45 | 2020-06-01 ავტორი: ალექსი ქამადაძე

შეიძლება სასწავლო პროცესი გადავადდეს – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

შეიძლება სასწავლო პროცესი გადავადდეს – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს.

 

პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპის შესახებ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
2020-06-01პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპის შესახებ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები ვემზადებით იმისთვის, რომ, როგორც ახლა ისე სექტემბერში კოვიდთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს.

 

შესაბამისად ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X