fbpx
15:25 | 2021-01-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

შეიძლება ითქვას, რომ პიკმა გადაიარა, თუ აქცენტს ინფიცირებულთა კლებაზე გავაკეთებთ – თენგიზ ცერცვაძე

შეიძლება ითქვას, რომ პიკმა გადაიარა, თუ აქცენტს ინფიცირებულთა კლებაზე გავაკეთებთ – თენგიზ ცერცვაძე

შეიძლევა თუ არა Covid-19-ის რაოდენობის კლება დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა – ეს ის საკითხია, რომელიც საზოგადოებას განსაკუთრებულად აინტერესებს. ასევე, საინტერესოა საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის კლება მსოფლიოს ჭრილში, რადგან გუშინ, მსოფლიო სტატისტიკამ ვირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა (800 000 ინფიცირებული)…

 

შეიძლება კორონავირუსის ქართული ვარიანტიც იყოს - ექიმი გიორგი ღოღობერიძე
2021-01-09შეიძლება კორონავირუსის ქართული ვარიანტიც იყოს - ექიმი გიორგი ღოღობერიძე

 

„პრაიმტაიმი” ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, თუ აქცენტს დადასტურებულ შემთხვევათა შემცირებაზე გავაკეთებთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პიკმა გადაიარა. თუმცა რა მოხდება უახლოეს მომავალში მედიკოსს თქმა უჭირს, რადგან ზოგიერთ ქვეყნებში მისი კოლეგები პანდემიის მესამე ტალღის დაწყებას პროგნოზირებენ.

 

„საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა, დღეში 4000-5000 შემთხვევა რომ იყო, ახლა 1000-დან 2000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ პიკმა გადაიარა, თუ აქცენტს დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაზე გავაკეთებთ. თუმცა შესაძლოა, რომ სტატისტიკის კლება დროებითი იყოს და ისევ მოიმატოს, რადგან გუშინ, მსოფლიოში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ზოგიერთ ქვეყნებში ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ მესამე ტალღა იწყება და ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქვა რთულია.” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

 

worldometers-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან Covid-19-ით 1.9 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 64 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში COvid-19-ით ინფიცირების 23 426 380 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ავტორი: თამარ ბუჩუკური
X