09:49 | 2021-07-13 ავტორი: Prime Time

შეიარაღებული მნახველები გვემუქრებოდნენ: მკვდარი გააცოცხლეთო, დილით თუ არ დაგვხვდება ცოცხალი, ყველას დაგხოცავთო – მეგრელიშვილი ქირურგად მუშაობის მძიმე წლებზე

შეიარაღებული მნახველები გვემუქრებოდნენ: მკვდარი გააცოცხლეთო, დილით თუ არ დაგვხვდება ცოცხალი, ყველას დაგხოცავთო – მეგრელიშვილი ქირურგად მუშაობის მძიმე წლებზე

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი პოლიტიკოსი, პარლამენტარი ვახტანგ მეგრელიშვილი იყო.

 

როგორც გაირკვა, პოლიტიკოსს წარსულში სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და ის ქირურგი იყო.

როგორ ვუყურო ემოციის გარეშე? - გიორგი სანაიას ძმა და შვილი პირდაპირ ეთერში
2021-07-13როგორ ვუყურო ემოციის გარეშე? - გიორგი სანაიას ძმა და შვილი პირდაპირ ეთერში

 

 

„90-იან წლებში, როცა აფხაზეთის ომი იყო, ქირურგიაში ექიმები უფასოდ მუშაობდნენ. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ხელფასები არ არსებობდა, მასალები არ არსებობდა. პაციენტებს ვუწერდით სიას, რა უნდა მოეტანათ აფთიაქიდან, რომ ოპერაცია გაგვეკეთებინა.

 

აფხაზეთიდან ჩამოჰყავდათ დაჭრილები, მერე ამ დაჭრილებთან მოდიოდნენ შეიარაღებული მნახველები. იყო შემთხვევები როცა მოდიოდნენ ნარკოტიკების საშოვნელად. მეცხრე საავადმყოფოში ისეთი შემთხვევაც იყო, რომ ექიმს უთხრეს მკვდარი გააცოცხლეო. ხშირად იყო ასეთი შემთხვევა, „თუ ჩვენი მეგობარი დილით არ დაგვხვდება ცოცხალი ყველას დაგხოცავთო“… და ჩვენ ამას ვიღებდით, როგორც ბუნებრივ პროცესს,რადგან მაშინ იყო სწორედ ის დრო, როცა ადამიანებს ომში კი არა ქუჩაში ხოცავდნენ“,- ამბობს მეგრელიშვილი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X