15:45 | 2020-05-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

შეღავათები, რომლებსაც მთავრობა ფერმერებს სთავაზობს – სრული ჩამონათვალი

შეღავათები, რომლებსაც მთავრობა ფერმერებს სთავაზობს – სრული ჩამონათვალი

დღეს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ფემერებისთვის დაწესებულ შეღავათებზე ისაუბრა.

 

ნახეთ, რა შეღავათებს სთავაზობს მთვრობა ფერმერებს ↓↓↓

 

ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუფსიდირებით. ეს პროპორციულად გადანაწილდება ყველა ფერმერზე.

 

ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. ამასთან, აგროდიზელის ფასი იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი საწვავზე.

 

ასევე, ყველა ფერმერი სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან. სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში იქნება უფასო.

 

ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო სამუშაო ღირებულების 50%-ით დაეხმარება.

 

ასევე, ფერმერები მიიღებენ თანადაფინანსებას: 

 

17%-იანი თანადაფინანსება სესხებზე – ახალი საბანკო შეღავათები

 

70%-იანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე

 

15 000 ლარამდე გრანტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის

 

80%-მდე გრანტი მერძევეებისთვის

 

ერთწლიანი კულტურებისთვის სესხის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება

 

ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მრავალწლიანი კულტურები დააზღვიონ 3 წლით

 

შეღავათები შეეხებათ ფერმერებს, რომლებსაც მიწა დარეგისტრირებული აქვთ, ან მოახერხებენ რეგისტრაციას წლის ბოლომდე.

 

ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ ფერმერები რეგისტრირებულები იყვნენ სამინისტროში, ფერმერთა სპეციალურ რეესტრში.

 

შეღავათები ძალაში 20 მაისიდან შევა. დახმარების სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X