18:30 | 2020-07-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შეეჯახა თუ არა გიორგი შაქარაშვილს ავტომობილი – ტრასოლოგიური ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

შეეჯახა თუ არა გიორგი შაქარაშვილს ავტომობილი – ტრასოლოგიური ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

შეეჯახა თუ არა გიორგი შაქარაშვილს ავტომობილი? – ამის დასადგენად ჩატარდა ექსპერტიზაც და როგორც დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ამბობს, შეჯახების ალბათობა გამოირიცხა. გარდა ამისა, საქმის ათ ტომს კიდევ ორი დაემატა, თუმცა დეტალები ამ დროისათვის იურისტებისთვის უცნობია.

 

გიორგი შაქარაშვილი აგარაკზე დაწყებულ ჩხუბში მონაწილეობდა?! - ყველაზე გახმაურებული საქმის სკანდალური ვიდეომასალა
2020-07-04გიორგი შაქარაშვილი აგარაკზე დაწყებულ ჩხუბში მონაწილეობდა?! - ყველაზე გახმაურებული საქმის სკანდალური ვიდეომასალა

 

„ვერსია, რომელიც იყო საგამოძიებო ორგანოში, თუ საზოგადოებაში, რომ შესაძლოა შაქარაშვილზე ავტომობილით განხორციელებულიყო შეჯახება, ეს გამოირიცხა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რითაც ფაქტობრივად გამოირიცხა ადამიანთან შეჯახება და პირდაპირ გვაქვს, რომ ეს არის მოქმედი ძალით განვითარებული, ავარიული ხასიათის, ბლაგვ საგანთან შეჯახების შედეგად წარმოქმნილი დაზიანება“, – აცხადებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

 

სწორედ გაგნიძე და მახარაძე იყვნენ შავი ფერის „ტოიოტა ქამრიში“, რომელიც შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს.

 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X