09:55 | 2021-09-23 ავტორი: Prime Time

შეძრული სულით ხორცამდე… გამწარებული დედა მოგმართავთ – ნიკო კვარაცხელიას დედა საზოგადოებას და ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს

შეძრული სულით ხორცამდე… გამწარებული დედა მოგმართავთ – ნიკო კვარაცხელიას დედა საზოგადოებას და ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს

22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას დედის იზა ომაძის წერილი გადაცემა „სხვა ნანუკა“-ში პირდაპირ ეთერში წაიკითხეს.

იზა ომაძე საზოგადოებას გვერდში დგომისა და ნიკოს დაფასებისთვის მადლობას უხდის და დამნაშავეების ოჯახებს სთხოვს კანონის აღსრულებას შეუწყონ ხელი.

 

ნიკა კვარაცხელიას დედა ბრალდებულების მშობლებს მიმართავს - შვილები თბილისში ჩამოიყვანეთ...
2021-09-22ნიკა კვარაცხელიას დედა ბრალდებულების მშობლებს მიმართავს - შვილები თბილისში ჩამოიყვანეთ...

 

ნიკოლოზ კვარაცხელიას დედა წერს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მისი შვილის მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე გააგრძელონ.

„მე არ მქონდა უფლება ერთი წუთითაც დამეგვიანა თქვენთვის სამადლობელი სიტყვა. შეძრული სულით ხორცამდე… გამწარებული დედა მოგმართავთ. დღეს ჩემი ნიკო, მომავლის ბიჭი უფალს მივაბარე, გაფრინდა ჩვენი ანგელოზი ზეცაში.

 

თითოეულ თქვენგანს გეფერებით და მადლობას გიხდით გულწრფელი ცრემლებისთვის, ემოციებისთვის, რომელიც ჩემს, თქვენს, საქართველოს მომავალს გავაყოლეთ.

 

მე, მისი მამა და ძმები ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ნიკოს ოჯახი გვქვია. ქედს ვიხრით თითოეული თქვენგანის წინაშე. ეს მძიმე წუთები თქვენმა სითბომ, სიყვარულმა, თანადგომამ და ნიკოს დაფასებამ შეგვიმსუბუქა.

ჩვენი ოჯახისთვის არაფერია იმაზე მეტად საამაყო, რომ ჩვენმა პატარა ბიჭმა შეძლო, თავისი საქმის მიმართ ასეთი სიყვარულით აელაპარაკებინა მთელი ქვეყანა.

 

მინდა ვისურვო, რომ ნიკო იყოს ბოლო მსხვერპლი ახალგაზრდებში და მისმა სიკეთემ და სიყვარულმა შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.

დამნაშავეების ოჯახს ვთხოვ კანონის აღსრულებას შეუწყონ ხელი. შემდეგ უფალს ვთხოვ შენდობას…

 

მადლობა დედი იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენი დაწყებული საქმე, შენს ანასთან ერთად გავაგრძელოთ“, – წერია ნიკო კვარაცხელიას დედის წერილში.

 

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასლების კოპირება რედაქციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია!

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X