fbpx
18:48 | 2020-05-15 ავტორი: Prime Time

შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის გარეშე

შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის გარეშე

2020 წლის საპარლამენტი არჩევნების ჩატარებას 120/30-ზე პროპორციით საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება პარლამენტმა შეძლოს, მას სამივე მოსმენით პარლამენტის შემადგენლობის 3/4-ის, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 

ოპოზიცია გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რითიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საარჩევნო სისტემის ცვლილება.

 

— რა მოხდება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ?

 

ასეთ შემთხვევაში კენჭისყრას 26 დეპუტატის ხმა დააკლდება.

 

  • ფრაქცია „ევროპული საქართველო“ – 6 წევრი
  • ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 7 წევრი
  • ფრაქცია „ევროპული საქართველო- რეგიონები“- 6 წევრი

 

  • ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ – 7 წევრი

 

„ქართულ ოცნებას“ საქართველოს პარლამენტში 92 დეპუტატი ჰყავს, შესაბამისად აქვს 92 ხმის უფლება.

 

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 58 წევრი
  • ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები“ – 6 წევრი
  • ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ – 6 წევრი
  • ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეები“ – 6 წევრი
  • ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ – 10 წევრი
  • ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ – 6 წევრი

 

„რეგიონების ფრაქციიდან“ ერთ-ერთი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს↓↓

მე არც წინა პროექტს დავუჭირე

მხარი და არც ახლა დავუჭერ.

ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული

სისტემის მომხრეა.

 

 

 

„პრაიმტაიმი“ ენზელ მკოიანს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ნამდვილად მაჟორიტარული სისტემის მომხრეა, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ცვლილებას მხარს დაუჭერს.

მიუხედავად იმისა, რომ მე 5-ჯერ ამირჩიეს მაჟორიტარად და მაჟორიტარული არჩევნების მომხრე ვარ… ასევე ვარ პატრიოტი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე ხმას მივცემ საარჩევნო ცვლილებას

 

  • ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ – 7 წევრი

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა ექნება↓↓↓

საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა, ჩვენი-პატრიოტების და დამოუკიდებელი დეპუტატების, რომლებიც დღეს, ასევე, ოპოზიციას წარმოადგენენ პარლამენტში. მეტს გეტყვით, 7-8 ხმით მეტი გვაქვს, ვიდრე საჭიროა კანონპროექტის მისაღებად

 

„სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეა ↓↓↓

პოლიტიკური ჯგუფების მიერ არაარსებითი და არარსებული მიზეზების მოშველიებით, ცვლილებების ჩავარდნა მათ დააკისრებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაზეც ვფიქრობთ, არჩევნების დროს ჩვენი ხალხი გასცემს პასუხს

 

 

  • ფრაქციას „დამოუკიდებელი დეპუტატები“ – 6 წევრი ჰყავთ, შესაბამისად მათ 6 ხმის უფლება აქვთ

 

მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი

 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ კანონპროექტს ფრაქციის მხარდაჭერა ექნება.

ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ სავალდებულო არჩევნების თემა იქნება განხილული

 

  • საქართველოს პარლამენტში, უფრაქციო 17 დამოუკიდებელი დეპუტატია.

 

გიორგი ბეგაძე, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, ბიძინა გეგიძე, ნინო გოგუაძე, ალექსანდრე ერქვანია, გიორგი მოსიძე, ბექა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ნატო ჩხეიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით ჭიჭინაძე, თამარ ხულორდავა, ზაზა ხუციშვილი.

 

თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ, უმრავლესობიდან წასული ექვსი დეპუტატი საარჩევნო ცვლილებებს მხარს დაუჭერს ↓↓↓

ყველა შემთხვევაში ვაპირებ, ხმა მივცე, მაგრამ გადამწყვეტი ჩემი ხმა კი არ იქნება, გადამწყვეტი იქნება ის, „ქართული ოცნება“ სრულად გააკეთებს თუ არა თავისი წევრების მობილიზებას

 

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც ↓↓↓

თუ ჩემი ხმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას დააკლდება – მე ხმას მივცემ

 

თუმცა, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს ↓↓↓

არ მივიღე მონაწილეობა არც განხილვებში და არც მხარდაჭერა ექნება ჩემი მხრიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილებას

 

 

როგორ შეიძლება გადანაწილდეს ხმები:

 

  • 91 ხმა – „ქართული ოცნება“

 

  • 7 ხმა – „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატები“

 

  • 6 ხმა – „დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქცია“

 

საერთო ჯამში, ფრაქციებიდან ცვლილებებს სავარაუდოდ 104 მხარდამჭერი ეყოლება.

 

გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება ცვლილებების დამტკიცებისთვის კიდევ 9 ხმა არის საჭირო.

 

ეს ხმები კი „ქართული ოცნებიდან“ წასული უფრაქციო დეპუტატებისგან შეივსება.

 

ასეთი სულ 17 დეპუტატია, რომელთაგან 6-მა უკვე ღიად დაადასტურა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა.

 

დღეს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად უკვე კონკრეტული თარიღებიც დაასახელა ↓↓↓

 

ჩვენ გვექნება საშუალება, რომ 21 ივნისს პირველი მოსმენით მივიღოთ სკონსტიტუციო ცვლილებები და 29 ივნისს უკვე შეგვიძლია, სამი მოსმენით დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმებით არის ნაკისრი, უკვე სრულად შესრულდება ივნისის ბოლოს

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X