15:54 | 2020-04-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“შედგეს დღევანდელი გმირების სია” – თეა დარჩიას ინიციატივა ქართველ ექიმებზე

“შედგეს დღევანდელი გმირების სია” – თეა დარჩიას ინიციატივა ქართველ ექიმებზე

მოცეკვავე თეა დარჩია გამოდის ინიციატივით, რომ ყველა ექიმის, მედპერსონალისა თუ კლინიკების დამლაგებლის ვინაობა გამომჟღავნდეს, შეიქმნას სია, რომ შემდეგ მათ მიმართ, მადლიერების ნიშნად, გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები.

 

თეა დარჩია: – შემოვდივარ წინადადებით, შეიქმნას კონკრეტული სია იმ ადამიანების, დამლაგებლებისა და სანიტრებიდან დაწყებული, ექიმ-რეანიმატოლოგებითა და ინფექციონისტებით დამთავრებული; აბსოლუტურად ყველა ადამიანის, ვინც არ შეუშინდა ვირუსს და დარჩა კლინიკებში სამუშაოდ და პირდაპირი გაგებით თავს სწირავს ადამიანების გადარჩენასა და ეპიდემიის დამარცხებას!!!

 

სპეციალური სია!!! რომელთა სახელები და გვარები ოქროს ასოებით ჩაეწერება დღევანდელი გმირების სიაში!!!

 

უნდა მოხდეს: პანდემიის დამარცხებისთანავე მათი შვილების უფასო განათლების უზრუნველყოფა, ამ ადამიანების უმაღლესი ხარისხის სასტუმროებში დასვენებისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, ოჯახებთან ერთად.

 

ასევე მათთვის პენსიების დანიშვნა მთელი სიცოცხლის მანძილზე. როგორც გმირებისთვის, სპეციალური ხარისხის მინიჭება, სპეციალური საბუთით, რაც მათ მისცემს უფლებას მომავალში ისარგებლონ შეღავათებით სხვადასხვა მომსახურებაზე!!!

 

და თუ რამე გამომრჩა დამეხმარეთ და შეავსეთ სია!!! რადგან ჩვენ ყველა სახლებიდან, ავად თუ კარგად, მაინც დაცულები შვილებთან ერთად, მაინც დამკვირვებლის პოზიციიდან ადვილად განვიკითხავთ ყველას და ყველაფერს!!!

 

ისინი კი ჩუმად, 24 საათის განმავლობაში თითოეული ადამიანის, მათ შორის, ჩვენს სამსახურში არიან!!!

მადლობა და დიდი პატივისცემა მათ ჩვენგან! – წერს დარჩია “ფეისბუქზე”.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X