fbpx
00:36 | 2020-11-16 ავტორი: Prime Time

შედეგად, 15-დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ! – რა სტატისტიკაზე საუბრობს კულუმბეგოვი 

შედეგად, 15-დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ! – რა სტატისტიკაზე საუბრობს კულუმბეგოვი 

საქართველო უდაოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ „დაასრულებს” პანდემიას. შედეგად, 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ!, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

 

„ბოლო კვირაში შემთხვევების კუმულაციური რაოდენობით საქართველო მოწინავეთა რიგებშია. ძირითადად სახელმწიფოთა უმრავლესობაში, მართალია ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ვიცით უკვე რა ზომებია მიღებული, აქ როდემდე ველოდებით? პასუხი გვინდა ვიცოდეთ.

იმდენი ვიძახეთ, მსოფლიოში ჩვენ ვმართავთ კოვიდს ყველაზე საუკეთესოდო, ერთი რამ ნამდვილად იკვეთება, საქართველო უდაოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ „დაასრულებს” პანდემიას. შვედებს უდაოდ შეშურდებათ ჩვენი

 

შედეგად, 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ!“, – წერს კულუმბეგოვი სოცქსელში.

 

 

2-3-კვირიანი „ლოქდაუნი“ არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა - ბიძინა კულუმბეგოვი
2020-11-152-3-კვირიანი „ლოქდაუნი“ არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა - ბიძინა კულუმბეგოვი
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X