11:41 | 2020-04-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შეამოწმეთ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია… – კალაძის თხოვნა ქალაქიდან გამსვლელ თბილისელებს

შეამოწმეთ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია… – კალაძის თხოვნა ქალაქიდან გამსვლელ თბილისელებს

როგორც იცით, 10 დღის განმავლობაში იზღუდება მიმოსვლა, ყველანაირი ტრანსპორტით გადაადგილება. შესაბამისად, ალბათ, დღეს საღამოს 21:00 საათამდე ბევრი გავა თბილისიდან.

 

უბრალოდ, თბილისელებს მინდა ვთხოვო:

 

მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ და გაითვალისწინონ, თავიანთ საცხოვრებელ სახლებში კარგად შეამოწმონ ბუნებრივი აირის გამორთვა, ელექტროენერგია, წყალი, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მოსახლეობას მიმართავს.

 

 

„ამას შეიძლება გარკვეული პრობლემები მოჰყვეს.

 

მას შემდეგ, როდესაც თქვენ დაბრუნდებით, შეიძლება ბუნებრივი აირი არ იყოს გამორთული და ამან ფატალური შემთხვევები გამოიწვიოს.

 

გთხოვთ, მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ ამ მიმართულებას.

 

შეამოწმეთ თქვენი საცხოვრებელი ბინები, სახლები, გამორთეთ ბუნებრივი აირი, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ. გვახსოვს ძალიან ბევრი მძიმე შემთხვევა“, – მიმართავს კახა კალაძე მოსახლეობას.

 

შეგახსენებთ, აღდგომის დღესასწაულზე თბილისიდან რეგიონების მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა.

 

საგანგებო ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

გიორგი გახარიას თქმით, მომატებული პანდემიური საფრთხის გამო მთლიანად იკეტება საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი, სადაც შესვლა და გამოსვლა ხვალიდან 10 დღით აიკრძალება. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები