18:00 | 2020-04-28 ავტორი: ანეტი მიქელაძე

შავ ზღვაში 1941 წელს ჩაძირული გემი იპოვეს – მასზე ათასობით ადამიანი გარდაიცვალა

შავ ზღვაში 1941 წელს ჩაძირული გემი იპოვეს – მასზე ათასობით ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავი ზღვის ფსკერზე 1941 წელს, გერმანული ავიაციის შეტევის დროს, ჩაძირული გემი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

 

რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ 2017 წელს, სამძებრო სამუშაოების დროს, შავი ზღვის ფსკერზე მაგნიტური ანომალია შენიშნეს, 2020 წელს კი ამ რეგიონში მუშაობა ჰიდროლოკატორით დაიწყეს.

 

ფსკერზე გადაღებული სურათებით, რომელიც წყალქვეშა ნავმა გადაიღო, გამოჩნდა გემის ნანგრევები და მასზე ეწერა სახელი – „არმენია“.

 

თბომავალი „არმენია“ სევასტოპოლის პორტიდან 1941 წელს გავიდა, რომელსაც ათასობით ადამიანის ევაკუაციას ახორციელებდა.

 

გემს თავს დაესხა გერმანიის ავიაცია და თბომავალი რამდენიმე წუთში ჩაიძირა.

 

სხვადასხვა მონაცემებით, გემის ჩაძირვისას 6-დან 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X