23:27 | 2020-09-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ნატალია თხელიძე შემთხვევის დეტალებზე საუბრობს

შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ნატალია თხელიძე შემთხვევის დეტალებზე საუბრობს

შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ერთ-ერთი პაციენტი ნატალია თხელიძეა, რომელიც ავარიის დღეს „ტვ პირველთან“ იხსენებს. ამბობს, რომ თაფლის საყიდლად გაჩერდნენ და ამის მერე აღარაფერი ახსოვს. თავის მეგობარ ხატიას კითხულობს. მასზე ნერვიულობს და ამბობს, რომ ორივე კარგად უნდა იყვნენ. მან ჯერ არ იცის, რომ მეგობარი საზარელ ავარიას ემსხვერპლა…

 

გელა დაიაური 8 წლის შემდეგ პირველად მივიდა იქ, სადაც მისი ცოლი და შვილები დაიღუპნენ -
2020-08-25გელა დაიაური 8 წლის შემდეგ პირველად მივიდა იქ, სადაც მისი ცოლი და შვილები დაიღუპნენ - "თითქოს თეონა მოდის, მენატრება“

 

„თაფლის საყიდლად გავჩერდით, მანდ წყდება, აღარაფერი მახსოვს… მხოლოდ ის, რომ ქარი იყო, მაგრამ გზა არ მახსოვს. ვერ ვისადილეთ. გვინდოდა წამოვსულიყავით და ქვემოთ გვესადილა, სადმე რესტორანში…. ჩემი მეგობარი ხატია უნდა იყოს კარგად, როგორც – მე.

 

ძალიან ვნერვიულობ… ძალიან. რაც გონზე მოვედი, ჩემს ძმას ვეხვეწები, არაფერი დამიმალოთ-მეთქი, მპასუხობენ, რომ არაფერს მიმალავენ.

 

სახლში მინდა… მინდა, რომ ანალიზის პასუხი კარგი იყოს და  ჩემს სახლში გამიშვან…” – ამბობს ნატალია თხელიძე. 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ სამივე გადარჩენილი პაციენტი ერთმანეთს წერილებს უგზავნიდნენ.

 

„პაციენტებმა იცოდნენ, რომ ისინი გადარჩნენ და ერთმანეთს წერილებს წერდნენ. ნატალია სხვა შატილში გადარჩენილს გამამხნევებელ წერილებს სწერდა, მას ფსიქოლოგიურად უჭირსო”, – იხსენებს ექიმი.

 

 

ემოციური კადრები - შატილის ტრაგიკულ ავარიაში დაშავებული სახლში გაწერეს
2020-09-26ემოციური კადრები - შატილის ტრაგიკულ ავარიაში დაშავებული სახლში გაწერეს

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +