22:54 | 2020-09-05 ავტორი: თამთა თორდია

შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნების ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს.

 

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

 

საგამოძიებო უწყების ცნობით, ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს.

 

„აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა სხვა სახის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X