14:14 | 2020-07-08 ავტორი: Prime Time

შაქარაშვილის საქმეში მეოთხე მანქანაც ფიგურირებს?! – რა ეჭვები აქვს ადვოკატს 

შაქარაშვილის საქმეში მეოთხე მანქანაც ფიგურირებს?! – რა ეჭვები აქვს ადვოკატს 

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეში მეოთხე მანქანაც ფიგურირებდეს.

 

​როგორც გიორგი ყიფშიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, ამ ვერსიაზე, მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

 

ტატიაშვილი ამ საქმეში არაფერ შუაშია. შემხებლობაც არ აქვს. გარდა იმისა, რომ თავისი მეგობრები ჩამოიყვანა. ვმუშაობთ მეოთხე მანქანის ვერსიაზეც. არ დაგიმალავთ, დამუშავების პროცესშია. ჯერჯერობით ამ საკითხზე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ გამოძიებას ვეხმარებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. მიმართულება თავიდანვე სწორი ავირჩიეთ. ვინც დამნაშავეა უნდა დააკავონ, ვინც არა – წავიდეს სახლში. საქმე ბავშვებს ეხებათ,“ – აცხადებს ადვოკატი.

 

მისივე თქმით, შესაძლებელია გარკვეული მტკიცებულებები განადგურდეს, რადგან ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ, ფაქტი მოხდა „ჩაკეტილი არ არის“.

 

 

მაქვს გარკვეული ინფორმაცია...შესაძლოა გასაღები იყოს ამ საქმის - შაქარაშვილის ბიძა  
2020-07-07მაქვს გარკვეული ინფორმაცია...შესაძლოა გასაღები იყოს ამ საქმის - შაქარაშვილის ბიძა  

 

„სიმართლე უნდა გაირკვეს. თორემ რამდენიმე დამნაშავე, რომლებმაც გააყალბეს მკვლელობის სიტუაცია ფაქტობრივად, გარეთ დარჩება. ამით ჩვენ, მათ საშუალებას ვაძლევთ მსგავსი ფაქტი განმეორდეს და ვიღაც კიდევ შეიწირონ. ეს არის კატასტროფული. ერთხელ თუ ეს გამოუვიდათ, მერეც გამოვა…

 

თუნდაც ის, რომ ტერიტორია, სადაც ფაქტი მოხდა ჩაკეტილი არ უნდა იყოს? შესასვლელი გადაკეტილი არ უნდა იყოს? როგორ შეძლება ასე იყოს. იქ მეთევზეები ჩვეულებრივ დადიან,“ – აცხადებს გიორგი ყიფშიძე.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები