fbpx
01:33 | 2020-10-09 ავტორი: Prime Time

შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ნაწილს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ნაწილს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის საქმის ნაწილი მცხეთიდან გორის რაიონულ სასამართლოში გადადის. ვინ ირჩევს ბრალდებულებიდან ნაფიც მსაჯულებს და რა ვერდიქტის მოლოდინშია 4-დან 3 ბრალდებული.

სკანდალური ჩვენება შაქარაშვილის საქმეზე - „გაგვექცა... მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი, დედა მ*** და დაიხრჩოო“
2020-09-01სკანდალური ჩვენება შაქარაშვილის საქმეზე - „გაგვექცა... მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი, დედა მ*** და დაიხრჩოო“

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. გორის რაიონული სასამართლოს დარბაზში გურამ ამირხანაშვილის ავტომანქანით იძულებით წამოყვანის საქმეზე ვერდიქტს 12 მსაჯული გამოაცხადებს.

 

ბრალდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა “კურიერს” დაუდასტურა, რომ ხვალ ის სასამართლოში ნაფიც მსაჯულებზე თანხმობას განაცხადებს.

 

ნიკა რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი საკუთარ თანხმობას ნაფიც მსაჯულებზე ხვალ მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნულ პროცესზე გამოაცხადებენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X