fbpx
19:42 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა განმარტა, რატომ აპირებდნენ აგარაკის ტერიტორიაზე დაბრუნებას

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა განმარტა, რატომ აპირებდნენ აგარაკის ტერიტორიაზე დაბრუნებას

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება.

 

დღეს, 13 ოქტომბერს, პროცესზე ჩვენება ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ მისცა.

 

სასამართლო პროცესის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

VIDEO: შაქარაშვილის საქმე – გასაჯაროვდა ჩანაწერი, რომელსაც წვეულებაზე ნახალოვკელების გაღიზიანება მოჰყვა
2020-10-06VIDEO: შაქარაშვილის საქმე – გასაჯაროვდა ჩანაწერი, რომელსაც წვეულებაზე ნახალოვკელების გაღიზიანება მოჰყვა

 

მისი განცხადებით, ზ.ხ.-მ სასამართლო პროცესზე განმარტა, რატომ აპირებდნენ აგარაკის ტერიტორიაზე დაბრუნებას „ტოიოტას ქამრის“ მარკის ავტომობილის მგზავრები.

 

„დღეს დაკითხულმა ზ.ხ.-მ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ხუთ სხვა პიროვნებასთან ერთად „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ წამოსვლის ერთ-ერთი მიზანი იყო, კონფლიქტის თავიდან არიდება.

 

როდესაც აგარაკის ტერიტორიაზე დაბრუნდებოდნენ, იქ მყოფ მის ნახალოვკელ მეგობრებთან ერთად, შესაძლოა, ყოფილიყვნენ საბორთალოელებიც და კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, ჩარევის მიზნით, მასზე უფროსი პირებიც წამოვიდნენ.

 

ასევე, ზ.ხ.-მ დაადასტურა, რომ ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, ყველა პირი დაედევნა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფებს და განმარტა, რომ დადევნების მიზანი იყო აგარაკზე დარჩენილ თავიანთ მეგობრებზე ინფორმაციის მიღება, თუ სად იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, სატელეფონო ზარი განეხორციელებინათ“, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

პროკურორის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ყველა დეტალი ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X