19:05 | 2020-06-26 ავტორი: თამთა თორდია

„შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა, სრულწლოვანმა დამნაშავეებმა“ – ნიკა გვარამია ახალ სკანდალს აანონსებს

„შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა, სრულწლოვანმა დამნაშავეებმა“ – ნიკა გვარამია ახალ სკანდალს აანონსებს

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს მარიხუანა მოწიეს - Exclusive-ი შაქარაშვილის საქმეზე
2020-06-26ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს მარიხუანა მოწიეს - Exclusive-ი შაქარაშვილის საქმეზე

 

 

„ისრების გადაწევა თინეიჯერების ძველბიჭურ მენტალიტეტზე და ამის გამო მომხდარ შაქარაშვილის ტრაგედიაზე, ნარატივის სახელისუფლებო კალაპოტია. არასრულწლოვანებს შორის ჩხუბი ამ ყველაფრის მხოლოდ პირველი სერიაა. მთავარი და საშინელი – გაგრძელებაა.

 

შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა, სრულწლოვანმა დამნაშავეებმა. დიახ, ქურდული მენტალობის და გავლენების, და დიახ, გავლენიანი მფარველების მქონეთ.

 

ვინ და როგორ, რატომ არ ვიცოდით დღემდე არაფერი, რატომ მოხდა დაკავებები მხოლოდ დღეს ამდენი მძიმედ დაზარალებულის და ერთი გარდაცვლილის საქმეზე, რაში სჭირდება სიკვდილის მიზეზის დადგენას აგერ უკვე ათი დღე“, – წერს ნიკა გვარამია საკუთარ facebook გვერდზე.

 

მოგვიანებით კი არხის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში ახალი სკანდალი დააანონსა:

 

„ნახალოვკელების (სპორტსმენების) დაჯგუფება: ვინ არიან, რას საქმიანობენ, ვინ ხელმძღვანელობს, ვინ მფარველობს და რა გავლენები აქვთ. გაიგებთ მთავარში, ცხრაზე“ – წერს გვარამია.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X