22:59 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

შალვა პაპუაშვილი: „სამართლიანი არჩევნები“ თამარ ჟვანიას ოდესმე საჯაროდ მოუხდის ბოდიშს?

შალვა პაპუაშვილი: „სამართლიანი არჩევნები“ თამარ ჟვანიას ოდესმე საჯაროდ მოუხდის ბოდიშს?

„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რამაც ექვსთვიანი საპარლამენტო საბოტაჟი მოგვიტანა და რის გამოც თამარ ჟვანია ცილისწამების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ობიექტად იქცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბრალდებულმა დაკავების მომენტში ხელყუმბარა გახსნა - ვინ არიან ანასტასია შატალოვას მკვლელობისთვის დაკავებულები
2021-10-18ბრალდებულმა დაკავების მომენტში ხელყუმბარა გახსნა - ვინ არიან ანასტასია შატალოვას მკვლელობისთვის დაკავებულები

„თამარ ჟვანია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორად დაინიშნა, რასაც მას მთელი გულით ვულოცავ. ეს არის არჩევნების თემაზე მომუშავე ყველაზე დიდი ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. ჩვენთანაც წლებია, აქვს წარმომადგენლობა.

 

ქვემოთ კი, არის 2020 წლის 12 ნოემბრის სტატია, სადაც ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელურ დათვლაზე დაყრდნობით, ეჭვი შეაქვს საპარლამენტო არჩევნების შედეგებში.

 

მინიმუმ ამ დროს, მათივე აღიარებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო, მაგრამ ამ თარიღიდან კიდევ ერთი თვე ამას მალავდა.

 

„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რამაც ექვსთვიანი საპარლამენტო საბოტაჟი მოგვიტანა და პარალელური დათვლა იყო, რის გამოც თამარ ჟვანია ცილისწამების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ობიექტად იქცა.

 

ჰოდა, ოდესმე მოუხდის „სამართლიანი არჩევნები“ თამარ ჟვანიას საჯაროდ ბოდიშს?“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X