fbpx
22:54 | 2020-09-02 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

შალვა ნათელაშვილი იყო მოსული, ეს მთავრობა დავამხოთო – თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

შალვა ნათელაშვილი იყო მოსული, ეს მთავრობა დავამხოთო – თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

რიტა ზურაბაშვილის თქმით, მისი შვილიშვილის საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.

 

გარდაცვლილის ბებია POSTV- სთან საუბარში ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ეკლესიიდან გამოსვენების შემდეგ ოჯახის წევრებთან ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მივიდა და უთხრათ, რომ წავიდეთ და ეს მთავრობა დავამხოთო.

 

„ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სარალიძის მსგავსად, თამარი მშობლებსაც გამოიყენებენ. სარალიძე თვითონ მიხვდა მერე, ამათაც ასე აწოწიალებენ.

 

შენი აზრი არ მაინტერესებს, იუდა - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბაჩალიაშვილის დედა და ბებია
2020-08-31შენი აზრი არ მაინტერესებს, იუდა - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბაჩალიაშვილის დედა და ბებია

 

ეკლესიიდან რომ გამოვასვენეთ, უცებ შალვა ნათელაშვილი მიტინგს ატარებს ხალხო, შეკრებილები ვართ, მოდით, წავიდეთ და ეს მთავრობა დავამხოთო. გასვენებაში შეიძლება, ეს გააკეთო?! უძახო მოდით და დავამხოთ ეს მთავრობა.

 

მე ბებიამ, როგორ მოვითმინო ეს, როდესაც სულ სხვა რაღაცა სჭირს ჩემს ბავშვს, მის სულს ხომ უნდა დავეხმაროთ. გადის რამდენიმე კვირა და ბურჯანაძე გამოდის ტელევიზიით თურმე ბებია და შვილიშვილი ჩემი ფანატები ყოფილან და ამიტომ მინდა სამძიმარი ვუთხრაო. გადავირიე კინაღამ.“ – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი
X