17:25 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

„სერიოზულ ხალხზე მკითხეთ“ – განკვეთავენ თუ არა მეუფე პეტრეს ეკლესიიდან?

„სერიოზულ ხალხზე მკითხეთ“ – განკვეთავენ თუ არა მეუფე პეტრეს ეკლესიიდან?

სერიოზულ ხალხზე მკითხეთ – ასე უპასუხა ბოდბელმა ეპისკოპოსმა ჟურნალისტების კითხვას – იგეგმება თუ არა სინოდის შემდგომ სხდომაზე მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთა.

 

„სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე გინდ მაგას, გინდ – მე. შეხედეთ ვინ არის, ვისი იარაღი. მე სამართლიანად მივიღე ის , რაც მივიღე.

 

ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტემია დავადოთ ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე ღმერთს, რომ თვითონ მიატოვებენ.

 

მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ , გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ“, –  განაცხადა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე გადაწყდება დადგება თუ არა ეკლესიიდან პეტრე ცაავას განკვეთის საკითხი.

 

“სინოდზე ყველა საკითხი გამოდის და აისახება”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time


X