23:05 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ გადასაღები მოედნიდან ახალი ფოტოები ვრცელდება 

სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ გადასაღები მოედნიდან ახალი ფოტოები ვრცელდება 

„სექსი დიდ ქალაქში“ გადაღებები დასასრულს უახლოვდება. სარა ჯესიკა პარკერი და კრის ნოტი დამაგვირგვინებელ სცენას იღებენ. საკულტო სერიალის მთავარი გმირები ამჯერადაც პარიზს ესტუმრნენ.

 

ქერი ბრედშოუ და მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული ხიდზე პოზირებენ.

 

 

გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ნოტს კლასიკური კოსტიუმი, პარკერს კი ულამაზესი ჭრელი კაბა აცვია.

 

სიყვარულის ქალაქში წყვილის მორიგი სტუმრობა განსაკუთრებით სიმბოლურია. 2004 წელს, სერიალის ბოლო სეზონში მისტერ ბიგი ქერის სიყვარულში სწორედაც რომ პარიზში გამოუტყდა.

 

 

 

სერიალის პრემიერა HBOMax-ზე დეკემბერში შედგება.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X