fbpx
16:17 | 2020-10-29 ავტორი: Prime Time

სერგი კაპანაძე: ხელისუფლება ნაკლებ ტესტებს ატარებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს

სერგი კაპანაძე: ხელისუფლება ნაკლებ ტესტებს ატარებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს

ხელისუფლება თავად ცდილობს კორონავირუსის პოლიტიზებას და ნაკლებ ტესტებს ატარებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც პოლიტიკოსებს მოუწოდა, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.

2020-10-29"რვა დღე ტანჯავს ადამიანს, ფიტავს და აცლის ყველაფერს..." - ტელეჟურნალისტმა კოვიდი დაამარცხა

 

„ხელისუფლება ჯერ შეეცადა, რომ პანდემიის დამარცხება გაესაღებინა თავის მთავარ წარმატებად. ახლა სამარცხვინოდ, ნაკლებ ტესტებს ატარებენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

 

ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ბრალდება კორონავირუსის პოლიტიზებასთან დაკავშირებით არის ურცხვი ტყუილი და ამით თვითონ ხელისუფლებაა დაკავებული“, – განაცხადა კაპანაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X