fbpx
18:41 | 2020-08-31 ავტორი: Prime Time

სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის მენეჯერის თანამდებობა დატოვა

სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის მენეჯერის თანამდებობა დატოვა

თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

 

სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე ცოტა ხნის წინ დატოვა.

 

„ფაქტს ვადასტურებთ, მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თბილისის მერია. სერგი გვარჯალაძემ გასწია ის სამუშაო, რაც გულისხმობს კვლევების მომზადებას და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას. ამ ეტაპზე, პანდემიის პირობებში აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის.

 

რაც შეეხება ღამის ეკონომიკის განვითარებას, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა შეითავსა მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა, რომელიც აქტიურად აწარმოებს კომუნიკაციას კლუბებთან და ღამის ეკონომიკის სხვა სფეროს წარმომადგენლებთან“, – აცხადებენ მერიაში.

 

სერგი გვარჯალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის მენეჯერად 2018 წლის მარტში დაინიშნა და ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X