12:08 | 2020-06-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სექსის დროს პირბადე გამოიყენეთ! – მეცნიერების ახალი რეკომენდაცია: New York Post

სექსის დროს პირბადე გამოიყენეთ! – მეცნიერების ახალი რეკომენდაცია: New York Post

ამერიკელი მეცნიერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სექსის დროს პირბადე გამოიყენონ – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

New york post-ს ინფორმაციით, ეს რეკომენდაცია ახალ კვლევას ეფუძნება, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს.

 

მათი აზრით, სექსი ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია, რომლის დროსაც შესაძლოა ერთმა პარტნიორმა მეორე COVID19-ით დააინფიციროს.

 

კორონავირუსული პანდემიის დროს, უსაფრთხო სექსისთვის შესაძლოა, ამ მოთხოვნის დაცვა თითოეული რეგიონში მცხოვრებს მოუწიოს.

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევაში აღნიშნულია, რომ სექსი გარკვეულ საფრთხეს ქმნის, ვინაიდან COVID19-ის ერთი პარტნიორიდან მეორეზე გადადება შესაძლებელია.

 

„სხვა საჭიროებებს შორის ინტიმური ურთიერთობისას პირბადე უნდა გამოიყენოთ.“ – ასეთია მკვლევარების რჩევა.

აბიტურიენტები პირბადის გარეშე - ეროვნული გამოცდებისთვის ადაპტირებული გარემო მოეწყობა
2020-06-24აბიტურიენტები პირბადის გარეშე - ეროვნული გამოცდებისთვის ადაპტირებული გარემო მოეწყობა

 

კვლევა „შიდა დაავადებების მკურნალობის ქრონიკებში“ გამოქვეყნდა.

 

„თუ თქვენ აღგენიშნებათ კოროვირუსისთვის დამახასიათებელი სუნთქვის ჩახშობა, კვლევის თანახმად, თავიდან უნდა აიცილოთ კოცნა, ორალური თუ ანალური აქტი, და სხვა ყველაფერი, რომელიც კავშირშია სპერმასთან ან შარდთან.

 

თუ სექსით დაკავდებით, აუცილებელია აქტამდე და აქტის შემდეგ, შხაპის მიღება, შემდეგ – მთელი სივრცის დამუშავება ალკოჰოლის შემცველი ხელსახოცებით ან საპნით.

 

ეს ყოველივე მათ ეხება, ვინც კარანტინში ერთად არ არიან. ხოლო ის წყვილები, რომლებიც საკარანტინო რეჟიმს ერთად იცავს, მათ შორის სექსუალური კავშირი შედარებით უსაფრთხოა, თუმცა რისკი მაინც არსებობს.

 

მაგალითად, თუ ერთ პარტნიორს სხვადასხვა მიზეზების გამო, გარეთ გასვლა უწევს, შესაძლოა, ასეთი ადამიანი ვირუსის ასიმპტომური გადამტანი იყოს”, – აღნიშნულია სტატიაში.

 

ცნობისთვის: აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 45 242 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

X