13:02 | 2020-05-30 ავტორი: მარი ჯაფარიძე

სექსი, წოლა და ჭამა – ისტერიკის მკურნალობის ძველებური მეთოდები

სექსი, წოლა და ჭამა – ისტერიკის მკურნალობის ძველებური მეთოდები

საუკუნეების განმავლობაში მიაჩნდათ, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქცევას განსაზღვრავდა ის, რომ მას აქვს საშვილოსნო და ეს საშვილოსნო რატომღაც „არ იქცევა ისე“, როგორც საჭიროა. დეპრესია, ნევროზი, შიზოფრენიული აშლილობა, მწვავე მწუხარების შეგრძნება ან უბრალოდ ბრაზი, ქმრის ან მშობლების ქმედებების გამო, ყველაფერს ხსნიდნენ საშვილოსნოს არსებობით.

 

არსებობდა მოსაზრება, რომ ქალის მთელ ცხოვრებას, აზრებს, გრძნობებს, დამოკიდებულებას აკონტროლებს საშვილოსნო – მრავალი სხვა შინაგანი ორგანოებიდან ერთ-ერთი. ეს მოსაზრება ევროპაში ძველი ბერძნებიდან გავრცელდა. თუ ანტიკური ხანის ექიმები თვლიდნენ, რომ საშვილოსნო მოძრაობს და ესაა სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი, მოგვიანებით ექიმებმა აზრი შეიცვალეს, რადგან მიიჩნიეს, რომ საშვილოსნო, არც თუ ისე მოძრავია და ის გავლენას ახდენს გრძნობებსა და აზრებზე სხვა გზით – სისხლით გადავსების ან პირიქით – სისხლის ნაკლებობით.

 

ზოგადად, ქალის ნებისმიერი მოქმედება განიხილებოდა როგორც საშვილოსნოს სიგნალებით გამოწვეული  და არა – ტვინიდან წამოსული. ქალის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ჩვეული ქმედებებისგან გადახრად მიიჩნეოდა (დადგენილი წესის მიხედვით, ქალი მორჩილად იღებდა კაცის ნებისმიერ ქმედებასა და ნათქვამს და ყოველთვის მზად იყო მის დასახმარებლად), ისტერიკად მიიჩნევდნენ. ისტერიკას ხსნიდნენ, როგორც ნერვულ დაავადებას, რომელიც ასახავდა საშვილოსნოს არანორმალურ მდგომარეობას. თავად სიტყვა „ისტერიკა“ შეიცავს ფუძეს, რომელიც ითარგმნება როგორც „საშვილოსნო“.

 

ისტერიკას მკურნალობა სჭირდებოდა. დიახ, თუ ქალი უკმაყოფილო იყო ქმრის ღალატით ან თავისი სოციალური მდგომარეობით, თავად ღალატობს, ან განიცდის მწუხარებას  გაცრუებული იმედების გამო, ამ მდგომარეობას სჭირდებოდა მკურნალობა, თუმცა არა ქალის ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არამედ, იმისთვის, რომ ის ყოფილიყო კომფორტული. არავის აინტერესებდა, ქალი ნამდვილად ბედნიერია, თუ მას ძალით გააღიმებ? არავის აინტერესებდა, ქალი სრულ ჭკუაზე იყო თუ არა, თუ ის ფანჯრების გაწმენდისა და სამზარეულოს უმკლავდებოდა. მეთოდები, რომლებსაც მაშინ იყენებდნენ ისტერიკის სამკურნალოდ, ზოგჯერ სიცილს იწვევს, უფრო ხშირად კი შიშს.

 

ექიმები ისტერიკის სამკურნალოდ ქალებს უნიშნავდნენ სექსს. მათ მიაჩნდათ, რომ ეს იყო განკურნების უებარი საშუალება, მაგრამ თუ ქმარი ქალს ვერ აკმაყოფილებდა, მას უწერდნენ ხელოვნურ პენისს, რომელიც აფთიაქში იყიდებოდა.

 

ექიმებმა გამოიგონეს ისტერიკის სამკურნალოდ კიდევ სხვა გზა: იძულებითი წოლა,  სპეციალური დიეტის თანხლებით. გაიხსნა კლინიკები, ქალთა ისტერიკის სამკურნალოდ, წონის მომატებისა და დასვენების მეთოდით. პაციენტები საწოლიდან მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში დგებოდნენ ან საერთოდ არ დგებოდნენ და  ექთნები სპეციალურ ქოთანში ასაქმებინებდნენ. პაციენტები იკვებებოდნენ თეთრი პურითა და რძით. ორივე პროდუქტი განიხილებოდა როგორც უნივერსალური, ჯანსაღი საკვები.

 

 

უნდა ითქვას, რომ ამ მეთოდმა ზოგიერთ პაციენტს ნერვების აღდგენაში ნამდვილად შეუწყო ხელი. ყოველ შემთხვევაში, ამან შესაძლებელი გახადა, თავი აერიდებინათ უსიამოვნებებისთვის, პრობლემებისთვის და გამაღიზიანებელი ოჯახის წევრებისთვის.

 

თუმცა, პაციენტების უმეტესობა წუხდა. ბევრ ევროპელს აქვს ლაქტოზის შეუთავსებლობა. მეორეც, თეთრი პური სერიოზულად აფერხებს ნაწლავების მუშაობას და პრაქტიკულად არ შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს. მესამე – ადამიანების უმეტესობას იძულებითი  სიმშვიდე  და უმოძრაობა არ ამშვიდებს, არამედ – აგიჟებს. გასაკვირი არ არის, რომ მკურნალობის შემდეგ ზოგიერთი პაციენტი დამყოლი გახდა.  ეს არ იყო წონის მომატების გამო, ეს იყო კლინიკაში ხელახლა გაგზავნის შიში. სინამდვილეში, „საშინელებებითა“ და მუქარით მკურნალობა მუდმივი ღონისძიება იყო ქალის ხასიათის გამოსწორებისთვის, კაცობრიობის ისტორიაში.

 

ქალის ისტერიკის ყველაზე ექსტრემალური მკურნალობა იყო ლობოტომია, რომელიც  მოდური და პოპულარული გახდა აშშ-ში XX საუკუნის შუა პერიოდში. ამ მეთოდით  არა მხოლოდ „მკურნალობდნენ“, პირველ რიგში, ამბობდნენ, რომ ქალი ხდებოდა მორჩილი.

 

ლობოტომიის დროს,  თვალიდან ან უფრო იშვიათ შემთხვევაში – საფეთქლიდან დანით შედიოდნენ ტვინში და ჭრიდნენ ტვინის ქსოვილს. ამის შემდეგ, პაციენტი ხდებოდა პასიური, კრიტიკული აზროვნების გარეშე და კარგავდა შესაძლებლობას, გამოეჩინა ინიციატივა, ხდებოდა აპათიური. ამასთან, შეეძლო მარტივი რუტინული სამუშაოს შესრულება და ქმრის ბრძანებით – სექსიც.

 

ლობოტომიას უსიამოვნო შედეგები მოჰყვა. თითქმის ყველა პაციენტში მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაცია გაუარესდა, დაკარგეს მეტყველების უნარი, ტუალეტის სურვილის გაკონტროლების უნარი, ზოგჯერ კი პაციენტი უბრალოდ უძრავი ხდებოდა.

 

მაგრამ მამაკაცები, რომლებიც იდეალური ცოლის ყოლისკენ მიისწრაფოდნენ, რომლებიც არასდროს სვამენ კითხვებს, არ ეძებენ სასიამოვნო შეგრძნებებს, შეეძლოთ მექანიკურად გაეკეთებინათ დიასახლისის საქმე, მზად იყვნენ, გაეღოთ ასეთი რისკები. და ბოლოს, არსებობდა ფსიქიატრიულ კლინიკები, სადაც ლობოტომიური  მარცხის შემთხვევაში სამუდამოდ შეეძლოთ ქალი წაეყვანათ. მართალია, არავის გაუუქმებია განქორწინება არასასურველ ცოლთან, მაგრამ ამერიკელი მამაკაცებისთვის ლობოტომია ბევრად უფრო მიმზიდველი ჩანდა.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X