fbpx
16:55 | 2020-10-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საზღვარზე ვერ შემოვიდა ექიმი, რომელსაც თბილისში უიშვიათესი ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა – წლინახევრის გოგონა გარდაიცვალა

საზღვარზე ვერ შემოვიდა ექიმი, რომელსაც თბილისში უიშვიათესი ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა – წლინახევრის გოგონა გარდაიცვალა

ინდოეთიდან მოწვეულმა ექიმმა, საქართველოში შემოსვლა ვერ შეძლო, მას თბილისში მცირეწლოვანი ბავშვისთვის უიშვიათესი ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა.

 

ექიმს საზღვარზე სიცხე დაუფიქსირდა – მცირეწლოვანი ბავშვი კი გუშინ ციციშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. წლინახევრის გოგოს ღვიძლის ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა, ამ ოპერაციის პრეცედენტი ამ ასაკის ბავშვებში ქვეყანაში არ არსებობს.

 

გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის მამა კი ქართველ ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

 

„პაციენტი ჩვენთან ახალშობილობის პერიოდში შემოვიდა, წლის და 8 თვის იყო. მას ჰქონდა სანაღვლე გზების აპრეზია ქირურგიული პათოლოგია, რის გამოც ახალშობილობის პერიოდში ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

 

ვინაიდან საქართველოში ასეთი პატარა ასაკის ბავშვზე პრეცედენტი არ ყოფილა საჭიროებდა უცხოელი სპეციალისტის ჩარევას. კოვიდ ინფექციის აფეთქების გამო ეს სპეციალისტი ვერ ჩამოვიდა, ექიმს საზღვარზე, ჩამოსვლის დროს  მართვით ცენტრში დაუფიქსირდა ტემპერატურა. ამის შემდეგ კი საერთოდ შეწყდა ფრენა. აქედან გამომდინარე ეს ბავშვი ღვიძლის უკმარისობის დიაგნოზით ისევ რჩებოდა რეანიმაციაში და ერთ-ერთი საკმაოდ ხშირი გართულება რაც აქვს ღვიძლის უკმარისობას – პროფუზული სისხლდენა, განვითარდა გუშინ და სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. “ – ამბობს ციციშვილის კლინიკის ექიმი მაია ჩხაიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას. 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X